2 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტის ტექინფორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს მხარდაჭერით ჩაატარეს ვებინარი - „ღია მეცნიერების პრინციპები და მნიშვნელობა
(თანამედროვე) გლობალურ სამეცნიერო სივრცეში და AGRIS-ის ღია მონაცემთა ბაზა. “
სტუ-ის ინსტიტუტი ტექინფორმი წარმოადგენს AGRIS და AGROVOC ეროვნულ ჰაბს საქართველოში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო ჟურნალების გამომცემლებმა, აკადემიური პერსონალმა, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებმა
სემინარზე მოხსენებით გამოვიდნენ ინსტიტუტის დირექტორი ნელი მახვილაძე და დირექტორის მოადგილე მარიამ რაზმაძე.
სემინარში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა მონაწილემ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან - თბილისი, ბათუმი, ახალციხე, ქუთაისი.
სემინარს ასევე, უცხოელი პარტნიორები და FAO-ს სათაო ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.