„სახელმწიფოს და რელიგიის მიმართება ჰეგელის სამართლის სისტემის მიხედვით" - ახალგზარდა მეცნიერებისა და სტუტენტებისთვის ერთობლივი კოლოკვიუმი გაიმართება

„სახელმწიფოს და რელიგიის მიმართება ჰეგელის სამართლის სისტემის მიხედვით" - ახალგზარდა მეცნიერებისა და სტუტენტებისთვის ერთობლივი კოლოკვიუმი გაიმართება

16-05-2022

19 მაისს, 12:00 საათზე სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის ერთობლივი სპეციალური კოლოკვიუმი - „სახელმწიფოს და რელიგიის მიმართება ჰეგელის სამართლის სისტემის მიხედვით" (სამართლის ფილოსოფიის §270)“  გაიმართება.

ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ სამეცნიერო კლასტერის - „სახელმწიფო, სამართალი, კულტურა" ინიციატივით იმართება, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის და  ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და ახალგაზრდა მეცნიერები დაესწრებიან.

 კოლოკვიუმს წარუძღვება სტუ-ის პროფესორი მამუკა ბერიაშვილი და ზადარის (ხორვატია) უნივერსიტეტის პროფესორი იურე ზოვკო (Jure Zovko).

კოლოკვიუმი შედგება ჰიბრიდული ფორმით და სხდომა  სტუ-ს ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში  ჩატარდება. (მომხსენებლებისთვის დასწრება სავალდებულოა)

შეხვედრის ლინკი:

ზუმის კოდი: 552 400 89 40

პაროლი: gtu2020

link: https://zoom.us/j/5524008940?pwd=NmpZVGtISFBIeWZ4bEpyY1B6YW1IQT09

ყოველი მოხსენების შემდგომ დისკუსიას 5 წუთი დაეთმობა.

კოლოკვიუმის დღის წესრიგი:

სტუ-ს რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის მისასალმებელი სიტყვა.

მამუკა ბერიაშვილი - სამართლის სისტემის ადგილი ჰეგელის მეცნიერებათა სისტემაში.

იურე ზოვკო - რელიგიის და სამართლის მიმართება ჰეგელის ფილოსოფიაში.

მომხსენებლები დოქტორანტებიდან და ახალგაზრდა მეცნიერებიდან:

1)     დოქტორანტი მარიამ ხაზარაძე

2)     დოქტორანტი დავით გალაშვილი

3)     დოქტორანტი ლევან შატბერაშვილი

4)     დოქტორანტი გიორგი კაშიბაძე

5)     დოქტორი ქეთევან რჩეულიშვილი

6)     ასოცირებული პროფესორი ირაკლი თაბორიძე

7)     პროფესორი ლაშა ბრეგვაძე

 

 

სიახლეებში დაბრუნება