11 მაისს, 14: 00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე სტუდენტებისთვის ზუმის ფორმატში საჯარო ლექცია - "სოციალური პოლიტიკა, როგორც ადამიანის შესაძლებლობებისა და მოთხოვნილებების რეალიზაციის მექანიზმი" გაიმართება.
საჯარო ლექციას ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის კურსდამდავრებული, ამჟამად , ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სამდივნოს უფროსი მაია ონიანი წაიკითხავს.
საჯარო ლექციების ციკლი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება, რომელიც ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.
მონაწილეებისათვის: Participant: meeting ID: 868 9180935 პაროლი: gtu2020
Link: https://zoom.us/j/8689180935?pwd=aCtVa1ZIb3FsWXBZNlNiSmpWZk9LZz09
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მსურველები დაუკავშირდნენ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწეს სამეცნიერო და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში გიორგი სულაშვილს- საკონტაქტო ტელ: 555-37-74-84. ან მისამართზე: g.sulashvili@gtu.ge