
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა სახალხო კაპელას 60-წლიანი ტრადიცია გრძელდება!
ეროვნული და საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატი სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელა სიმღერის მოყვარული სტუდენტების ახალ ნაკადს ელის.
შესარჩევი ტურები ჩატარდება სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, მე-3 სართულზე, დიდ სააქტო დარბაზში, ყოველი კვირის სამშაბათსა და ოთხშაბათს, 15:00 საათზე (მისამართი: მერაბ კოსტავას 77).
კაპელას წევრებისთვის იმოქმედებს ინდივიდუალური სასწავლო გრაფიკი.
სტუ-ის ვაჟთა კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი - ციცინო ფალავანდიშვილი, ქორმაისტერი - ილია დათუაშვილი.
მსურველები დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე:
· 599 512 135 - ციცი ფალავანდიშვილი
· 595 909 686 - თამარ გაგნიძე, სტუ სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის განყოფილება.