საქართველოს ინტექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ დარგით დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ქართულ ენაზე გაიარონ ინტელექტუალურ საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დისტანციური სწავლების ზოგადი კურსი, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ DEL 101 GE.
კურსი არის უფასო, საქპატენტის მიერ დამუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე. გარდა ამისა, კურსი შეუძლია გაიაროს ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტმა.
კურსის ფარგლებში, სტუდენტები მიიღებენ ცოდნას ინტელექტუალური საკუთრების შესახებ შემდეგ ძირითადად მიმართულებებზე: საავტორო უფლებები, სასაქონლო ნიშნები, გეოგრაფიული აღნიშვნები, დიზაინი, პატენტები და ახალი ჯიშები, ინტელექტუალური საკუთრება და განვითარება, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, ინტელეტუალური საკუთრების სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებები და სხვა.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სერთიფიკატი, რომელთა საფუძველზეც, შესაძლებლობა მიეცემათ გაიარონ WIPO აკადემიის სხვა მაღალი საფეხურის კურსები.
კურსზე რეგისტრაციისთვის და კურსის დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქპატენტის ვებგვერდს
კურსზე რეგისტრაცია სრულდება 27 აპრილს, დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ნინო ნაცვლიშვილს 599 484 155.