19 აპრილს, 14:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ზუმის ფორმატში საჯარო ლექცია - „კომუნიკაცია-ადამიანების მართვის ხელოვნება“ ჩატარდება.
საჯარო ლექციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკალუტეტის კურსდამთავრებული, ამჟამად საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელი და სტუ-ის ასისტენტ-პროფესორი თამარ ღლონტი წაიკითხავს.
საჯარო ლექციების ციკლი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება, რომელიც ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.
მონაწილეებისათვის: Participant: meeting ID: 868 918 0935 პაროლი: gtu2020
Link: https://zoom.us/j/8689180935?pwd=aCtVa1ZIb3FsWXBZNlNiSmpWZk9LZz09
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მსურველები დაუკავშირდნენ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწეს სამეცნიერო და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში გიორგი სულაშვილს- საკონტაქტო ტელ: 555-37-74-84. ან მისამართზე: g.sulashvili@gtu.ge