17 მაისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება.
ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე , კონფერენცია ონლაინ-რეჟიმში გაიმართება.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია პროფესიულის, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. კონფერენციის სამუშაო სექციებია:
- საზღვაო მეცნიერებები;
- ლოგისტიკა;
- ჰუმანიტარული, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
- ბიზნესის ადმინისტრირება.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა და დარეგისტრირება 30 აპრილამდეა შესაძლებელი.
მნიშვნელოვანი თარიღები:
| 14-30 აპრილი, 2022 | კონფერენციაზე დარეგისტრირება; |
| 07 მაისი, 2022 | აბსტრაქტის გადმოგზავნა ბოლო ვადა; |
| 10 მაისი, 2022 | აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობაზე თანხმობის შესახებ; |
| 14 მაისი, 2022 | სრული ნაშრომის გადმოგზავნის ბოლო ვადა; |
| 17 მაისი, 2022 | კონფერენციის გახსნა; |
აღსანიშნავია, რომ სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი ყოველწლიურად ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტია.
კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების კრებული და კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ელ-ვერსია კონფერენციის დასრულების შემდეგ დაეგზავნება ყველა მონაწილეს;
მონაწილეს ნაშრომის პრეზენტაციისთვის მიეცემა 5 – 8 წუთი, დებატებისთვის-5 წუთი;
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
კონფერენციაზე რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ იხილოთ ბმული: https://cutt.ly/Jc43hp3
მონაწილეებმა სრული ნაშრომი უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: studconference@bntu.edu.ge
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საორგანიზაციო კომიტეტს შემდეგ ელ-ფოსტაზე: studconference@bntu.edu.ge
დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში;