11 ივნისს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პლატფორმის ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე ეკონომიკის გამოწვევები 2022“ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობის მიღება საქართველოში რეგისტრირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.
კონფერენციის მიზნებია:
თანამედროვე ეკონომიკური პროცესებისა და გამოწვევების განხილვა;
- ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება;
- კვლევების წახალისება;
- უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა ურთიერთთანამშრომლობა.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული.
კონფერენცია გაიმართება ონლაინ, Google Meet - ის პლატფორმის საშუალებით.
კონფერენციაში მონაწილეობა და ნაშრომის წარდგენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე თანაავტორობით.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 30 აპრილის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/q5VycMKefewhw6T38
კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობის შემთხვევაში გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
შერჩეული ნაშრომები დაიბეჭდება სამეცნიერო კრებულში- „თანამედროვე ეკონომიკის გამოწვევები 2022“.
გამარჯვებული ავტორების სტატიები გამოქვეყნდება სოციალურ მედიაში.
კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე: FB ღონისძიება
საქართველოს ეკონომიკური განვითარების პლატფორმა
Georgian Economic Development Platform
მნიშვნელოვანი თარიღები:
5 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით - მონაწილეთა მიერ განაცხადის ფორმის შევსება.
10 მაისი - კონფერენციის შემდეგ ეტაპზე მონაწილე ნაშრომების გამოვლენა;
31 მაისი - საბოლოო ნაშრომების წარმოდგენა;
11 ივნისი - კონფერენციის გამართვა, ნაშრომების წარდგენა;
10 ივლისი - კონფერენციაში მონაწილე სტუდენტების ნაშრომების
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე: Google form - სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე ეკონომიკის გამოწვევები 2022“
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: