საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის კურსდამთავრებულები სტუდენტებს საჯარო ლექციების ციკლს სთავაზობენ.
საჯარო ლექციის თემა -"მენეჯერული უნარებისა და პროფესიების გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე" იქნება, რომელიც ზუმის ფორმატში ჩატარდება.
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ამჟამად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი საჯარო ლექციას წაიკითხავს 8 აპრილს 15.00 საათზე.
მონაწილეებისათვის: Participant: meeting ID: 868 918 0935 პაროლი: gtu2020
Link: https://zoom.us/j/8689180935?pwd=aCtVa1ZIb3FsWXBZNlNiSmpWZk9LZz09
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მსურველები დაუკავშირდნენ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწეს სამეცნიერო და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში გიორგი სულაშვილს- საკონტაქტო ტელ: 555-37-74-84. ან მისამართზე: g.sulashvili@gtu.ge