ლიეტუვის განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროსთან არსებული გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის ფონდი - ლიეტუვის 2022 წლის სასტიპენდიო პროგრამები
ლიეტუვის განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროსთან არსებული გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის ფონდი - ლიეტუვის 2022 წლის სასტიპენდიო პროგრამები
15-03-2022
ლიეტუვის განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროსთან არსებული გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის ფონდი აცხადებს 2022 წლის სასტიპენდიო პროგრამებს ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
აღნიშნული პროგრამები განკუთვნილია სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, „აღმოსავლეთ
პარტნიორობის“ ქვეყნების მოქალაქეებისთვის.
სამაგისტრო პროგრამები და ინტეგრირებული კვლევები განსაზღვრულია სწავლის ხანგრძლივობის 2 წლამდე ვადით. სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 420 ევროს ოდენობით და გრანტს, რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას.
მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების ფარგლებში (ხანგრძლივობა 1 ან 2 სემესტრი) ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 420 ევროს ოდენობით, ხოლო დოქტორანტები - 840 ევროს. ასევე, მიიღებენ გრანტს რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას.
ლიეტუვური ენის მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა (ხანგრძლივობა 1 ან 2 სემესტრი) სტუდენტებს სთავაზობს ყოველთვიურ სტიპენდიას 630 ევროს ოდენობით და გრანტს, რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.