გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მეცნიერის, გამოჩენილი ჰიდროინჟინერის, პედაგოგისა და მრავალი თაობის აღმზრდელის პროფესორ ნიკოლოზ მოწონელიძის მეუღლე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის პროფესორ არჩილ მოწონელიძის დედა, ქალბატონი რუსუდან ტაბიძე.
ქალბატონი რუსუდანი თავმდაბალი და დარბაისელი, მეუღლეზე, შვილებზე და ახალგაზრდებზე დღემუდამ მზრუნველი, ყველასათვის კეთილმოსურნე და შემწე გახლდათ. მისი სახელი დიდხანს იცოცხლებს ახლობლებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელთა გულებში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
უფალმა დაამკვიდროს ქალბატონი რუსუდანის უკვდავი სული, სადაც მართალნი განისვენებენ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი