7 დეკემბერს Erasmus+ პროგრამის მხარდაჭერითა და ერაზმუსის საერთაშორისო სტუდენტური ქსელის ორგანიზებით, პროექტ ErasmusJobs-ის საბოლოო ონლაინ კონფერენცია ჩატარდება, რომელშიც ESN Tbilisi ISU ლოკალური სექციაც აქტიურად იქნება ჩართული.
კონფერენციის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ დეტალური ინფორმაცია ErasmusJobs-ის ახალი პლატფორმის შესახებ, რომელიც შემდგომში მათ, დასაქმებასა და პროფესიული გამოცდილების მიღებაში დაეხმარებათ.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაციის ბოლო ვადაა- 01.12.21.
ღონისძიებასთან დაკავშირებით, ონლაინ სარეგისტრაციო ბმული და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.