მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, სტაჟირებით, საზაფხულო სკოლებით, მოკლევადიანი კურსებითა და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით, 13 ნოემბერს საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge-ის ორგანიზებით, განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა ჩატარდება.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლები. აღნიშნული გამოფენის საშუალებით, დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ ამ სასწავლებლების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია, მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე.
გამოფენა ზუმ პლატფორმის (Zoom ) საშუალებით 12:00-დან 16:00-საათამდე გაიმართება და დასწრება თავისუფალია. საჭიროა მხოლოდ, წინასწარი რეგისტრაციის გავლა მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/3AiTY3F
რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში, დარეგისტრირებული პირები გამოფენის წინა დღეს მიიღებენ შეხვედრის ბმულს, რისი საშუალებითაც დაესწრებიან გამოფენას.
ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://bit.ly/3fOjVR7