21 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ბატონი ალექსეი შკურატოვი დელეგაციასთან ერთად ეწვია. სტუმრებს სტუ-ის რექტორთან, პროფესორ დავით გურგენიძესთან ერთად, სხვადასხვა ფაკულტეტებისა და ლაბორატორიების ხელმძღვანელებმა, ასევე ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებმა უძმასპინძლეს.
ბატონმა ალექსეი შკურატოვმა დაათვალიერა სტუ-ის სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიები, მათ შორის, სამშენებლო მასალებისა და ჟიული შარტავას სახელობის IT ტექნოლოგიებისა და საინჟინრო ფიზიკის. უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიებით, სტუ უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.
ვიზიტისას, მხარეება ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო კუთხით, სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ასევე გამოთქვეს ორდიპლომიანი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შექმნისა და დანერგვის მზაობა.