კომპანია ქარვა სტუდენტებისთვის სხვადასხვა პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
პროდუქტის მენეჯერის პოზიცია მოიცავს შემდეგ მოვალეობებს:
- ახალი პროდუქტის განვითარების გეგმისა და სტრატეგიის შედგენა
- პროდუქტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი KPI-ს (ძირითადი შესრულების ინდიკატორი) განსაზღვრა
- პროდუქციის განვითარების პროცესების კოორდინაცია კომპანიის სტრატეგიის შესაბამისად
- პროდუქტის შეფუთვა და დოკუმენტაცია
- კლიენტებისთვის და პარტნიორებისთვის პროდუქტის მომზადება და პრეზენტაცია
- ფასების პოლიტიკის შემუშავება
- მოლაპარაკებები კლიენტებთან და პარტნიორებთან.
ამ პოზიციაზე დაგჭირდება:
- პროდუქტის/პროექტების მენეჯერად მუშაობის გამოცდილება (ციფრული პროდუქტების მიმართულებით)
- გუნდის მართვის გამოცდილება
- სასურველია ტექნიკური განათლება
- ინგლისური ენის ცოდნა, გამართული კომუნიკაციის და წერითი უნარი
პროექტების მენეჯერის პოზიცია მოიცავს შემდეგ მოვალეობებს:
- პროექტების დაგეგმვის სამუშაოების კოორდინაცია ყველა საჭირო პირის მონაწილეობით, ვადების, ადამიანური თუ სხვა რესურსების და სხვა საჭირო კომპონენტების დეტალიზაციით
- პროექტის ვადების მიხედვით შესრულების კონტროლი, გეგმიდან გადაცდომების დროული გამოვლენა და რეაგირება
- პროექტების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშგების სისტემის დანერგვა და ანგარიშების მუდმივად წარმოების უზრუნველყოფა
- პროექტების ვადების დარღვევის ან რესურსების არასაკმარისობის შემთხვევებზე/საფრთხეებზე შესაბამისი პირების ინფორმირება და დროული რეაგირების უზრუნველყოფა
- რეპორტინგი ხელმძღვანელთან
ამ პოზიციაზე დაგჭირდება:
- პროექტის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება (IT პროექტების მიმართულებით)
- პროექტების მართვის ინსტრუმენტების ცოდნა (Jira)
- ინგლისური ენის ცოდნა, გამართული კომუნიკაციის და წერითი უნარი
სისტემის ადმინისტრატორის პოზიციაზე
ამ პოზიციაზე დაგჭირდება:
- ლინუქსის ბაზაზე დაფუძნებულ ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
- საქსელო ინფრასტრუქტურის საბაზისო ცოდნა
- კონტეინერებთან (Docker) და ვირტუალიზაციასთან მუშაობის გამოცდილება
სასურველია იცოდე:
- სხვადასხვა მწარმოებლების სერვერული არქიტექტურა
- სხვადასხვა მწარმოებლის სტორიჯების ინსტალაცია/კონფიგურირება
- მონიტორინგის სისტემების ინსტალაცია და კონფიგურაცია საბაზისო დონეზე
- განახლებებისა და სისტემის კონფიგურაციის ცვლილებების დოკუმენტირება
- სისტემური ლოგების კონტროლი და ანალიზი
როგორი უნარ-ჩვევები უნდა გქონდეს რომ გახდე Qarv-ელი?
- ანალიტიკური აზროვნება
- დისციპლინირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- საქმეზე ორიენტირებულობაროგორი გამოცდილება იქნება შენთვის ქარვაში მუშაობა?
- კომფორტული, მეგობრული გარემო
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
- მხარდამჭერი გუნდი
- მდიდარი ორგანიზაციული კულტურა
- ყოველდღიური ლანჩი
- ჯანმრთელობის დაზღვევა
ანაზღაურება: ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე 1 საათიანი შესვენებით.
სამუშაო ადგილი: ი.გამყრელიძის №3.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გააგზავნეთ HR@qarva.com და სათაურში მიუთითეთ სასურველი პოზიცია.
კომპანიის შესახებ:
ინოვაციების კომპანია Qarva ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 15 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
Qarva-ს წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია SilkTV-ის სახით.
კომპანიის კონკურენტული უპირატესობა ასევე თვალსაჩინოა საერთაშორისო ბაზარზე. იგი ყოველწლიურად მონაწილეობს მსოფლიოს მთავარ სატელევიზიო გამოფენებში. 2017 წელს ლონდონში Qarva-ს პროდუქტი, მულტიპაიპი, წარდგენილი და დაჯილდოვებული იყო როგორც საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია. 2018 წლიდან Qarva გახდა DVB (DVB – Digital Video Broadcasting -
https://dvb.org)-ის წევრი. DVB - ევროპული ასოციაცია, რომელიც უზრუნველყოფს ციფრული ვიდეოს გადაცემის სტანდარტს მთელს ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. DVB-ის მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ყავს.