14 მაისს, 10:00 საათზე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაიმართება სტუდენტური კონფერენცია თემაზე -,,რუსეთის ჰიბრიდული ომის სტრატეგია და კავკასიის რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოების გამოწვევები''
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ,,ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით’’ მიმდინარე წლის 1 მაისამდე აკადემიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: nda@mod.gov.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსს - პოლკოვნიკ გიორგი ლაღიაშვილს 591 55 06 06