3 აპრილს, 11:00-დან 18:00 საათამდე, (თბილისის დროით), სტუდენტური გამოფენა გაიმართება და მასში 35-მდე ფრანგული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მიიღებს მონაწილეობას.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ისეთი პრესტიჟული სასწავლებლები, როგორიცაა : Ecole Polytechnique, Université Paris Saclay, Université Lyon1, Université Lyon 2, Université Rennes 1, Université Bourgogne Franche-Comté, უმაღლესი საინჟინრო სკოლები, კულინარიის სკოლა INSTITUT PAUL BOCUSE, ფრანგული ენის სასწავლო ცენტრები და სხვა.
გამოფენაში მონაწილეობა უფასოა. სტუდენტებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ფრანგული დაწესებულებების ვირტუალური სტენდები და დანიშნონ 10 წუთიანი შეხვედრა მათ წარმომადგენლებთან დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩარიცხვის პროცედურებზე, დაფინანსების შესაძლებლობებზე და ა.შ.
სასაუბრო ენა : ინგლისური და ფრანგული, პარალელურად, Campus France Georgia და უნივერსიტეტები წარმოგიდგენენ ვებინარს საფრანგეთში სწავლის შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ღონისძიების სარეგისტრაციო ბმული: https://salon-virtuel.institutfrancais.ge/ka/