საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალი სიზუსტის მექატრონული ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო სამეცნიერო კვლევითი ცენტრში შედგა შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა ამავე ცენტრის უფროსის, არაერთი გამოგონებისა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორის, სტუ-ს საპატიო დოქტორის, პოლკოვნიკ გოგი კვარაცხელიას მიერ წარმოდგენილი ეგვიპტის პირამიდების კერძოდ, ხეოფსის დიდი პირამიდის სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ალგორითმი.