6 აპრილს, 14:00-17:00 საათზე Microsoft და იუჯითი ონლაინ კონფერენციას გამართავს - „ციფრული ტრანსფორმაცია და IT სერვისების მომავალი“.
კონფერენციის ფარგლებში, Microsoft-ის საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტები ისაუბრებენ ციფრული ტრასფორმაციის, Microsoft Azure-ის, Azure Stack-ის და ქლაუდ უსაფრთხოების ყველაზე საინტერესო თემებზე. ასევე, გაგვაცნობენ საუკეთესო პრაქტიკებს სხვადასხვა ბიზნეს სექტორისთვის. კონფერენციაზე შეიტყობთ:
იუჯითის ახალი სერვისული პლატფორმის შესახებ
ქლაუდ სერვისების შესახებ
დატა ცენტრის და ისეთი თანამედროვე სერვისების შესახებ, როგორებიცაა: IaaS (Infrastructure as a Service), DRaaS (Disaster Recovery as a Service), BaaS (Back up as a Service), RDaaS (Remote Desktop as a Service), IT as a Service, IT Outsourcing და ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური SOC (Security Operations Center)
ასევე გაიგებთ Microsoft Azure Stack პლატფორმის უპირატესობებზე, რომელიც საქართველოში, იუჯითის დატაცენტრშია განთავსებული.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ:
ბიზნეს-მენეჯერები
წარმატებული კომპანიების IT მიმართულების ხელმძღვანელები
დეველოპერები
კონსულტანტები
ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერები
კონფერენციაზე დარეგისტრირებულთა შორის გამოვლინდება 4 გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ იუჯითის დატა ცენტრის სერვისების გამოყენების უფასო ვაუჩერები კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი თემები:
ციფრული ტრანსფორმაცია და IT როგორც სერვისი - გაეცნობით უახლეს ტენდენციებს და ბიზნესის წარმატებულად წარმოების ახალ სტანდარტებს. გაიგებთ როგორ ტრანსფორმირდა ტრადიციული საინფორმაციო ტექნოლოგიები და როგორ გახდა ბიზნესის ციფრული საყრდენი
Microsoft Azure და Azure Stack - Microsoft-ის სპიკერები ისაუბრებენ, თუ რა სპეციფიკა გააჩნია სრულად ღრუბლოვან და ჰიბრიდულ პლატფორმებს. რატომ არის მნიშვნელოვანი და როგორ გრანდიოზულ შესაძლებლობებს იძლევა ღრუბლოვანი ტექნოლოგიები
იუჯითის სერვისული პლატფორმა - შეიტყობთ იუჯითის სერვისების შესახებ, რომლებსაც მხოლოდ იუჯითიში მიიღებთ და რომლებიც ახალ სტანდარტს ქმნიან ქვეყანაში IT მომსახურების კუთხით
ქლაუდ უსაფრთხოება მაიკროსოფტისგან - Microsoft-ის წარმომადგენლები გაგვაცნობენ ქლაუდ სერვისების უსაფრთხოების და დაცულობის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებს
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.