ინფორმაცია შემოდგომის სემესტრის დამატებითი გამოცდების შესახებ
ინფორმაცია შემოდგომის სემესტრის დამატებითი გამოცდების შესახებ
26-02-2021
სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის შემოდგომის (I) სემესტრის დამატებითი გამოცდები 1-დან 6 მარტის ჩათვლით, ჩატარდება.
დამატებით გამოცდებზე გასვლა შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც დასვნით გამოცდაზე ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ან სასწავლო კურსში (საგანში), ჯამურად, აიღეს 41-დან 50 ქულის ჩათვლით (FX).
დამატებითი გამოცდების ცხრილები განთავსებულია ფაკულტეტების მიხედვით:
დამატებით გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ბაკალავრებისთვის შეადგენს 11 ქულას, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის - 21 ქულას.
იმისთვის, რომ თითოეული სასწავლო კურსი (საგანი) ჩაბარებულად ჩაითვალოს, სტუდენტმა ჯამურად უნდა დააგროვოს 51 ქულა და მეტი.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი დამატებითი გამოცდის ჩაბარების შემდეგ, ვერ გააუმჯობესებს შედეგს და სასწავლო კურსში, ჯამურად, ისევ დააგროვებს ქულას 50-ის ჩათვლით, შესაბამისად, მიიღებს შეფასებას F-ს. მას მოუწევს საგნის ხელახლა გავლა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: საგანი ჩაბარებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს ჩაბარებული ექნება სასწავლო კურსის შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტური მასალა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმატებებს გისურვებთ!
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.