შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი იწყებს პროექტს - იხილეთ ბმული: https://cordis.europa.eu/project/id/870232 - საფუძვლების მოსამზადებლად EURAXESS-ში საქართველოს ეფექტური და ქმედითი ჩართულობისათვის, რათა ხელი შეუწყოს ცოდნის თავისუფალ მოძრაობას ევროპის მასშტაბით.
გთხოვთ, გაეცნოთ პროექტის მიზანსა და დანიშნულებას და თვალყური ადევნოთ მის მიმდინარეობას. გარდა ამისა, შეიქნება სპეციალური გვერდი, სადაც რეგულარულად განთავსდება ინფორმაცია.
პროექტის მოკლე აღწერილობა
პროექტის სათაური: „Euraxess Georgia Network Startup“ (ევრაქსეს-საქართველოს ქსელის სტარტაპი)
აბრევიატურა: EuGeNeS
პროექტის ნომერი: 870232
პროექტის ხანგრძლივობა: 36 თვე
პროექტის ბიუჯეტი: 200 000 ევრო
პროექტის განმახორციელებელი: საქართველოში Euraxess-ის წარმომადგენელი და EuGeNeS პროექტის კოორდინატორი - სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
EURAXESS-საქართველოს ქსელის სტარტაპის (შემდგომში EuGeNeS) პროექტის მისიაა მომზადოს საფუძვლები EURAXESS-ში საქართველოს ეფექტური და ქმედითი ჩართულობისათვის, რათა ხელი შეუწყოს ცოდნის თავისუფალ მოძრაობას ევროპის მასშტაბით და შეიტანოს წვლილი მკვლევართათვის საერთო ევროპული სამუშაო ბაზრის შექმნაში. პროექტის მიზანია დაფუძნდეს EURAXESS-საქართველო, რომელიც იფუნქციონირებს ყველა ეროვნულ ქსელთან ჰარმონიულად და ხელს შეუწყობს მკვლევართა მობილობას, კარიერულ განვითარებას და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობას ეროვნულ დონეზე.
ამ მიზნის მისაღწევად პროექტი ისახავს შემდეგ სპეციფიურ მიზნებს: