ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს მოქალაქე სტუდენტებსა და მკვლევრებს, 2021-2022 წლების მანძილზე, სთავაზობს შესაძლებლობას, მოიპოვონ ფრანც ვერფელის, რიჩარდ პლაშკას და ერნსტ მახის სტიპენდიები.
დეტალური ინფორმაცია ავსტრიის რესპუბლიკის სტიპენდიების შესახებ განთავსებულია ვებგვერდზე: grants.at
ავსტრიის რესპუბლიკის სტიპენდიების შესახებ კორესპონდენცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიმდინარე წლის 18 დეკემბერს მიიღო.