
უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამაზე „Stipendium Hungaricum 2021-2022" ცხადდება კონკურსი, რომელსაც ახორციელებენ უნგრეთის მხრიდან - ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი და საქართველოს მხრიდან - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი.

პროგრამით გათვალისწინებულია საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსება უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე:
სასწავლო პროგრამის პირველ წელს სტიპენდიატებმა (გარდა დოქტორანტებისა) უნდა გაიარონ მიმღები უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული უნგრული ენის შემსწავლელი კურსი „Hungarian as foreign language” და ჩააბარონ გამოცდა მეორე სემესტრის დასრულებისას (წესი არ ეხებათ უნგრულენოვან პროგრამაზე ჩარიცხულ სტიპენდიატებს).