ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და თანამშრომელთა საყურადღებოდ
ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და თანამშრომელთა საყურადღებოდ
11-09-2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს უნივერსიტეტში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს - ფაკულტეტების დეკანატებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციულ, მოწვეულ აკადემიურ და დამხმარე პერსონალს, უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას, შექმნილ ვითარებაში გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:
2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში თავი შეიკავონ ბათუმსა ან ქობულეთში ყველა სახის ვიზიტისგან;
იმ პირებისთვის კი, რომლებიც ბოლო 12 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ბათუმში ან ქობულეთში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოცხადებამდე რეკომენდებულია Covid-19-თან დაკავშირებული PCR-ტესტირება.
გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, ქვეყანაში გაუარესებული პანდემიური ვითარების გათვალისწინებით, მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით, უნივერსიტეტში არ შედგება ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული ან სხვა ტიპის ხალხმრავალი ღონისძიებები.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.