ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი აცხადებს თანასწორობის ელჩის შესარჩევ კონკურსს
ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი აცხადებს თანასწორობის ელჩის შესარჩევ კონკურსს
11-09-2020
ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში აცხადებს კონკურსს თანასწორობის ელჩების შესარჩევად.
კონკურსის საშუალებით გამოვლინდებიან აქტიური ახალგაზრდები კამპანიის "მე ვირჩევ თანასწორობას“ მხარდასაჭერად, რომლის მიზანია ცნობიერების ამაღლება ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა და მათი მნიშვნელობა ქართულ საზოგადოებაში დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
თანასწორობის ელჩების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს თბილისიდან, ქვემო ქართლიდან, აჭარიდან ან სამცხე-ჯავახეთიდან.
მონაწილეები შეირჩევიან გამოგზავნილი დოკუმენტებისა და ინტერვიუს საფუძველზე. დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 16 ოქტომბერი 2020. ბოლო ვადის შემდეგ მიღებული აპლიკაციები არ განიხილება. აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: anti-discrimination@coe.int სათაურით: თანასწორობის ელჩი
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.