საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2020-2021 სასწავლო წლის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები ცნობილია.
გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ საბაკალავრო პროგრამებს, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 11 აგვისტოს №91/ნ ბრძანების საფუძველზე დაფინანსდა.
საგანმანათლებლო პროგრამებზე სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
ამასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს პროგრამული დაფინანსებისთვის 3,966,750.00 ლარი გამოეყო.
ცნობისათვის: 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტებისთვის დაფინანსების სახით გამოიყოფა თანხა არა უმეტეს 2250 ლარისა. ასევე, თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მისი სწავლის საფასური შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის ოდენობამდე, მაგრამ არაუმეტეს 2250 ლარისა.