ინფორმაცია რეგისტრაციის ვადებისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ
მოხარული ვართ, რომ სწავლას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გააგრძელებთ!
გაწვდით ინფორმაციას, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობით ჩასარიცხად, თქვენი შემდგომი ნაბიჯების შესახებ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
მობილობის მსურველმა, რომელიც გაეცნობა შედარების აქტს და წერილობით თანხმობას განაცხადებს სტუ-ში მობილობით გადმოსვლაზე, ადმინისტრაციული და ფინანსური ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარადგინოს ერთი სემესტრის სწავლის საფასურის (1125ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სტუ-ის საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში: სახაზინო კოდი 708977289 (სწავლის საფასური სტუდენტებისთვის)
გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მობილობით ჩარიცხვის მსურველმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დადგენილ ვადაში უნდა მიმართოს.
დოკუმენტაცია მიიღება პირადად განმცხადებელისგან ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისაგან, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის წარმოდგენის შემთხვევაში.
ცნობისათვის: მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge/ 19 აგვისტოს დასრულდა. 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის შედეგები პორტალზე 25 აგვისტოს გამოქვეყნდა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმატებებს გისურვებთ!