თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდი (FDF), კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით (KAS), ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს "სტრატეგია ანტიდასავლური საინფორმაციო ომის წინააღმდეგ". პროექტში მონაწილეობა უფასოა და ორი ეტაპისგან შედგება:
პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტები გაივლიან სამდღიან ტრენინგს ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ, შეიძენენ ინფორმაციული ომის შესახებ ცოდნასა და მასთან ბრძოლისათვის საჭირო უნარებს.
მეორე ეტაპზე, ფონდთან თანამშრომლობით, პროექტის მონაწილეები მოცემული თემატიკის ირგვლივ სპეციალურად შემუშავებულ ონლაინ პლატფორმაზე კვლევით საქმიანობას აწარმოებენ.
ტრენინგს გაუძღვებიან სფეროს წამყვანი სპეციალისტები და პრაქტიკოსები.
აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველი ეტაპი ითვალისწინებს საინფორმაციო ომის თემატიკით დაინტერესებული პირების ტრენინგს, რომელიც ჩატარდება 21-23 აგვისტოს ლიკანში. ტრენინგს გაუძღვებიან სფეროს წამყვანი სპეციალისტები და ექსპერტები.
პროექტის მიზნები:
მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები:
ტრენინგის თემატიკა:
პროექტის პირველი ეტაპის ტრენინგი ჩატარდება ლიკანში 21-22-23 აგვისტოს. ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატი. მონაწილეები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 13 აგვისტო
მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: fdfundgeorgia@gmail.com
შერჩეულ აპლიკანტებთან გასაუბრებები ჩატარდება 14-15 აგვისტოს, ონლაინ პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პროექტის დასახელება.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/FDFundation ან საინფორმაციო პორტალზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=273128
კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: fdfundgeorgia@gmail.com