არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის
ხელმძღვანელის არჩევნების დანიშვნის შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის #133/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 14 ივლისი ოქმი №5 საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის საბჭო აცხადებს არჩევნებს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობის დასაკავებლად.
კანდიდატების განცხადებების რეგისტრაცია იწარმოებს 2020 წლის 22 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში (მის. სტუ, კოსტავას ქ. № 68, I კორპუსი, IV სართული, ოთახი №506ც, ტ.: 577 710 651)
2020 წლის 3 აგვისტოს 11:00 საათზე მოხდება კანდიდატთა მიერ სამოქმედო პროგრამის საჯაროდ წარდგენა ფაკულტეტის საბჭოში.
არჩევნები ჩატარდება 2020 წლის 4 აგვისტოს.
საარჩევნო კომისიის მიერ კანდიდატისათვის რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება უარის თქმის საფუძველი და კანდიდატის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში არსებული ხარვეზის (ხარვეზების) შესახებ. კანდიდატი უფლებამოსილია, ხარვეზი გამოასწოროს 3 დღის განმავლობაში. კანდიდატი უფლებამოსილია, რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს ფაკულეტეტის საარჩევნო კომისიაში 1 დღის განმავლობაში.
საჩივართან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია იღებს 2 დღის განმავლობაში.
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით.
65 წლისა და მეტი ასაკის პირის მიერ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის დაკავების საკითხს ინდივიდუალურად წყვეტს აკადემიური საბჭო, ამ საკითხზე აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით. განცხადების წარდგენის ვადაა 2020 წლის 20 ივლისამდე 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, კანცელარიის მეშვეობით.
კანდიდატმა განცხადებას თან უნდა დაურთოს:
საქართველოსკანონი „უმაღლესი განათლებისშესახებ“;
საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;
საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებების ცოდნა:
საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ;
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ;
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ;
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ;
ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტების ცოდნა:
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები;
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქცია;
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, შეფასების და განვითარების წესი;
სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) განხილვისა და დამტკიცების წესი;
სასწავლო კურსის (საგნის) კოდის მინიჭების წესი;
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მაგისტრატურის დებულება;
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის დოქტორანტურის დებულება;
სხვა შიდა საუნივერსიტეტო დოკუმენტები.