ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - ჰიდროენერგეტიკის განვითარების სამაგისტრო სტიპენდიების პროგრამა ნორვეგიაში
ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - ჰიდროენერგეტიკის განვითარების სამაგისტრო სტიპენდიების პროგრამა ნორვეგიაში
06-07-2020
ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგიის დირექტორატი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საშუალებით, ქართველ ახალგაზრდებს სთავაზობს ოთხ სტიპენდიას ჰიდროენერგეტიკის განვითარების სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად. შერჩეული სტუდენტები ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (Norwegian University of Science and Technology - NTNU) (ტრონდჰეიმი, ნორვეგია) ისწავლიან ორწლიან სამაგისტრო პროგრამებზე (სწავლა დაიწყება 2021 და 2022 წლებში).
სტიპენდია ფარავს შემდეგ ხარჯს:
ნორვეგიაში ცხოვრების მინიმალური თანხა
მგზავრობის თანხა
ნორვეგიის ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის საფასურის ღირებულება
პერსონალური კომპიუტერი (ლეპტოპი) სტიპენდიის პერიოდის განმავლობაში
სწავლის სემესტრული გადასახადი
სტიპენდიის მოპოვების მსურველს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (TOEFL, IELTS, University of Cambridge tests ან PTE).
დაინტერესებული პირები უნდა დაუკავშირდნენ საკონტაქტო პირებს ქართულ უნივერსიტეტებში, შემდგომ კი, 1-ელ დეკემბრამდე შეავსონ სააპლიკაციო განაცხადი.
საკონტაქტო პირები:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ნანა იმედაშვილი - nimedashvili@moesd.gov.ge
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის საერთაშორისო სტუდენტების რეკრუტირების ცენტრის უფროსი პაატა ცინცაძე - p.tsintsadze@gtu.ge
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.