იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიის სამინისტრო იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის და მკვლევარებისთვის აცხადებს სტიპენდიას 2021 წლის იაპონიის მთავრობის (MEXT) სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში.
მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო დოკუმენტები საქართველოში იაპონიის საელჩოში უნდა წარადგინონ.
იაპონიის საელჩოში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა:
საბაკალავრო პროგრამაზე: 2020 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით
მკვლევარის პროგრამაზე: 2020 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით
კონსულტაციისთვის დაუკავშირდით იაპონიის საელჩოს კულტურის განყოფილებას:
ტელ: +995-32-2752111
ელ-ფოსტა: culture@tb.mofa.go.jp
პროგრამის გაიდლაინების და სააპლიკაციო ფორმების ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ვებგვერდებიდან:
საბაკალავრო პროგრამა: https://www.studyinjapan.go.jp/en/smap_stopj-applications_undergraduate.html
მკვლევარის პროგრამა:
https://www.studyinjapan.go.jp/en/smap_stopj-applications_research.html
მონაწილეობის მსურველებს მოეთხოვებათ პროგრამის გაიდლაინების ყურადღებით გაცნობა.
არასაკმარისი დუკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, აპლიკაცია შეიძლება იყოს უარყოფილი.
პირველადი განხილვის შედეგად, შემდეგ ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს საელჩო შეატყობინებს წერითი გამოცდის თარიღს და ადგილს. გამოცდის საგნები მითითებულია პროგრამის გაიდლაინებში. საელჩო გასაუბრებაზე მოიწვევს წერით გამოცდაში წარმატებულ აპლიკანტებს.
მნიშვნელოვანი გაფრთხილება:
გთხოვთ გაითვალისწინოთ, საქართველოში COVID-19 პანდემიის მდგომარეობის გათვალისწინებით, სააპლიკაციო პროცესი შეიძლება გაუქმდეს.