საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი აგრძელებს ღია სამეცნიერო ვებინარების ჩატარებას, რომლებიც დამტკიცებული განრიგის თანახმად თანმიმდევრობით გაიმართება.
ვებინარები ჩატარდება პროგრამა ZOOM-ის საშუალებით.
საიდენტიფიკაციო კოდი: 8347008142
პაროლი: 2ZUed5
კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილება
02 ივნისი, 14:00 სთ. – „სამშენებლო კლიმატოლოგიის განვითარების ტენდენციები საქართველოში“ - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ლიანა ქართველიშვილი
ბუნებრივი გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და პროგნოზირების განყოფილება
05 ივნისი, 14:00 სთ. – „მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მაღალმთიანი რურალურ ტერიტორიებზე არალეგალური ნაგავსაყრელების წარმოქმნის ალბათობის შესწავლა“- მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ნათელა დვალიშვილი, ნუგზარ ბუაჩიძე
წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზირების
განყოფილება
09 ივნისი, 14:00 სთ. – „მდინარე ნენსკრას ხეობის და მისი შენაკადების ზვავსაშიშროება.“ - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი მანანა სალუქვაძე, მეცნიერი თანამშრომელი ნათელა კობახიძე
ამინდის პროგნოზირების, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების მოდელირების განყოფილება
12 ივნისი, 14:00 სთ. – „ნალექთა ხელოვნური რეგულირების სამუშაოთა ჩატარების სამართლებრივი ასპექტები.“ - მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ნაილი კაპანაძე, თენგიზ ცინცაძე
16 ივნისი, 14:00 სთ. – კოსმოსური სხივების გავლენა დედამიწის ატმოსფეროზე (თანამედროვე კვლევები).“ - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ნაილი კაპანაძე, მეცნიერი თანამშრომელი ირინე მკურნალიძე