II სემესტრის განახლებული სასწავლო განრიგი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
II სემესტრის განახლებული სასწავლო განრიგი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
13-05-2020
ძვირფასო სტუდენტებო, გაცნობებთ, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიით შექმნილ საგანგებო ვითარებაში, ობიექტური გარემოებების გამო, ცვლილებები განიცადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2019-2020 სასწავლო წლის მეორე (საგაზაფხულო) სემესტრის სასწავლო განრიგმა. გთავაზობთ აღნიშნულ ცვლილებებს. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას 2019/2020 სასწავლო წლის მეორე (საგაზაფხულო) სემესტრის განახლებული განრიგის შესახებ:
2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრის სააუდიტორიო მეცადინეობები (ლექცია, პრაქტიკული, ლაბორატორია, სემინარი და ა.შ.) ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ჩატარდება 2020 წლის 27 ივნისის ჩათვლით.
შუასემესტრული გამოცდები ჩატარდება მე-11 სასწავლო კვირაში – 2020 წლის 18 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით; მიმდინარე აქტივობები კი შეფასდება შესაბამის სილაბუსში მითითებულ კვირებში.
დასკვნითი (ფინალური) გამოცდები ჩატარდება მე-20 და 21-ე სასწავლო კვირებში – 2020 წლის 20 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით.
დამატებითი გამოცდები ჩატარდება 22-ე კვირაში, 2020 წლის 3 აგვისტოდან 8 აგვისტოს ჩათვლით.
სამაგისტრო ნაშრომისა და დისერტაციის დაცვა ჩატარდება დასკვნითი გამოცდების ვადაში.
დოქტორანტურის სტუდენტებისთვის დისერტაციის წინასწარი დაცვა ჩატარდება მე-8, მე-9 და მე-10 სასწავლო კვირებში – 2020 წლის 27 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით.
ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, მიმდინარე შეფასებების აღდგენა და დოკუმენტური მასალის ჩაბარება მოხდება მე-17, მე-18 და მე-19 სასწავლო კვირებში – 2020 წლის 29 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით.
ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, შუასემესტრული გამოცდების აღდგენა მოხდება მე-20 და 21-ე კვირებში – 2020 წლის 20 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, დასკვნით გამოცდამდე, დეკანატთან/საგამოცდო ცენტრთან/სასწავლო კურსის წამყვან პროფესორთან შეთანხმებულ დროსა და ადგილზე.
ასევე, გთავაზობთ ბმულებს, რომელზე გადასვლითაც შეძლებთ მეორე სემესტრის განრიგის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნოთ.
2019-2020 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგში (№01-09-10/19 ბრძანება) ცვლილების შესახებ სტუ-ის რექტორის ბრძანება
2019-2020 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგის შესახებ” სტუ-ის რექტორის 2020 წლის 28 იანვრის №01-09-10/19 ბრძანება
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.