14 მაისს, 4:30 საათზე კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში, ევროპის საბჭოსა და სახალხო დამცველის ერთობლივ ონლაინ საუბრები ადამიანის უფლებების ირგვლივ გაიმართება. მოწვეული სტუმარი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი იქნება. საუბრის თემა “ადამიანის უფლებათა დაცვის გამოწვევები COVID-19 დროს“.
შეხვედრას მოდერაციას სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე გაუკეთებს. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება აღნიშნული თემის გარშემო ონლაინ რეჟიმში სტუმარს კითხვებით მიმართოს.
ლაივი ინგლისურ ენაზე გაიმართება- ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის Facebook გვერდზე. ღონისძიების „Facebook event” ხელმისაწვდომია აქ.