24 აპრილიდან, პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ დაინტერესებულ პირებს ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის online ლექციების ციკლს “შესავალი მეწარმეობაში” სთავაზობს.
5 ონლაინ ლექცია ინგლისურ ენაზე ჩატარდება 24 აპრილიდან, ყოველ პარასკევს, 10:00 საათზე დიდი ბრიტანეთის დროით (13:00 საათი საქართველოს დროით).
ლექციების თემატიკა დღეების მიხედვით:
24.04 Session 1. Ideation;
01.05 Session 2. Focus on the Problem;
08.05 Session 3. Understand your Customer;
15.05 Session 4. Pitch Builder;
22.05 Session 5. Ask the Entrepreneur;
ლექციებზე დასწრების მსურველები რეგისტრაციისათვის გადადით ლინკზე: http://met.ac/creative-spark-big-idea-course-sign-up
კონკურსი "დიდი იდეების გამოწვევის" პარტნიორი, ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტი, "დიდი იდეების გამოწვევის" კანდიდატების და ასევე "მეწარმეობით" დაინტერესებული სხვა მსმენელებისთვის უმასპინძლებს ლექციების ციკლს "„შესავალი მეწარმეობაში" - ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალის“ სტუ-ს საორგანიზაციო ჯგუფი ავრცელებს.