საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უკვე გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები - ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე გადავლენ.
სტუდენტებისთვის უფრო ნათელი რომ გახდეს, თუ რას გულისხმობს ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესი, სტუ-ის სწავლების დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გთავაზობთ ელექტრონული კომპონენტებით სწავლის სისტემით სარგებლობის აუცილებელ წესებს.
პირველ რიგში, ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესი ითვალისწინებს, მიმდინარე წლის 16 მარტიდან, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სილაბუსებით გათვალისწინებული მასალების სპეციალურად შემნილი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით მიწოდებას.
შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესი წრიმართება ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით.
აღნიშნული პლატფორმის მისამართია: elearning.gtu.ge
ელექტრონული პლატფორმით სარგებლობის წესები სტუდენტებისთვის: