საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
13-03-2020
2020 წლის 6-9 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ორგანიზებით თბილისში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია ANALYSIS, STOCHASTICS, COMPUTING (ASC 2020), რომელიც ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს ნიკო ვახანიას (1930-2014) დაბადებიდან 90-ე წლისთავს. ნ. ვახანიამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში მათემატიკის ერთ-ერთ ახალ მიმართულებას – ალბათობის თეორიას უსასრულოგანზომილებიან ვექტორულ სივრცეებში. მისმა ნაყოფიერმა სამეცნიერო მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა აღნიშნული მიმართულების განვითარებაზე, ხოლო მისი უცხოეთში გამოცემული კლასიკური მონოგრაფიები დღესაც მრავალი ციტირების და ახალი იდეების შთაგონების წყაროს წარმოადგენს. ბატონი ნიკო არაერთხელ იყო მიწვეული მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ცნობილ სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებში, სადაც უცხოელ კოლეგებთან ერთად ჩატარებული აქვს ერთობლივი სამეცნიერო კვლევები და წაკითხული აქვს ლექციათა კურსები. მის მიერ შექმნილმა ქართულმა სამეცნიერო სკოლამ მოკლე დროში მაღალი ავტორიტეტი მოიპოვა როგორც ჩვენთან, საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე სურვილი განაცხადეს მეცნიერებმა მრავალი ქვეყნიდან. წინასწარი მონაცემებით სტუმრებს ველოდებით ქვეყნებიდან: აშშ, ახალი ზელანდია, გერმანია, ინდოეთი, ისრაელი, კანადა, მექსიკა, პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა. კონფერენციის რჩეული მასალები გამოქვეყნდება მაღალრეიტინგულ ჟურნალში.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.