ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის და საჯარო სამსახურის ბიუროს ერთობლივი პროექტი - "ქალები მმართველ პოზიციაზე საჯარო სამსახურში" .
აღწერა:
პროექტის მიზანია კონკურსში მონაწილეემა პროექტის სახით წარმოადგინონ საჯარო სექტორში მმართველ პოზიციაზე დასაქმებული ქალების კარიერული განვითარების შესაძლებლობები, გამოწვევები და სირთულეების დაძლევის ინოვაციური ხედვები. პროექტის წარმოდგენის გარდა, შესაძლებელია ესეს წარმოდგენა თემაზე ,,ქალები მმართველ პოზიციაზე საჯარო სამსახურში".
პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის დამამთავრებელი სემესტრის , მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისაგან შემდგარ გუნდებს. პროექტის წარმოდგენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად. (ჯგუფის წევრთა რაოდენობა: მინიმუმ 2 მაქსიმუმ 5 წევრი).
წარმოდგენილი პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
პროექტის ადმინისტრირება:
06.02.2020 - პროექტის გამოცხადება - საინფორმაციო კამპანია
06.02. -28.02.2020 - პროექტის მსურველთათვის ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმების შევსება.
(სარეგისტრაციო ფორმაში წარმოდგენილი იქნება (შესავსები იქნება) შემდეგი ინფორმაცია:
პროექტში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ საკითხებზე:
ტრენინგის ჩატარების დრო და ადგილი:
თსუ I კორპუსი უწყვეტი განათლების ცენტრი
I ნაკადი - 13.02.2020- 14.02.2020 (11:00 - 15:00 სთ)
II ნაკადი - 18.02.2020 – 19.02.2020 (11:00 - 15:00 სთ)
III ნაკადი - 24.02.2020 -25.02.2020 (11:00 - 15:00 სთ)
პროექტის და ესეების წარმოდგენის ვადები : 20.02.2020- 28.02.2020
პროექტი უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად სააპლიკაციო ფორმის შევსებით (სარეგისტრაციო ფორმა გააქტიუროდება 20.02.2020)
ესეები გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე career@tsu.ge
საუკეთესო 5 პროექტის და 5 ესეს ავტორი 9 მარტს პროექტს წარადგენს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
თსუ-ის სტუდენტებისათვის თსუ-ის რჩეულ პროექტს რეკომენდაციას გაუწევთ უნივერსიტეტის საგრანტო კონკურსში დაფინანსების მოპოვებაზე.
მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე:
https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/career/vdym5rwu796563h/