27 იანვარს, N82162 კორესპონდენციით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შემოვიდა ინფორმაცია ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს მიერ 2020-2021 სასწავლო წლისთვის საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გამოცხადებული სტიპენდიების შესახებ.
სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ ვებ-გვერდის საშუალებით http://www.viaa.gov.lv/scholarships 2020 წლის 1 თებერვლიდან 1 აპრილის ჩათვლით.
ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო ასევე აცხადებს მიღებას საზაფხულო კურსზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია 1 თებერვლიდან გამოქვეყნდება სააგენტოს ვებ-გვერდზე.