სტუ-ს სამედიცინო ფიზიკის პროგრამის მაგისტრანტი თათია გონაშვილი იულიხის კვლევით ცენტრში
სტუ-ს სამედიცინო ფიზიკის პროგრამის მაგისტრანტი თათია გონაშვილი იულიხის კვლევით ცენტრში
19-12-2019
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ფიზიკის პროგრამის მაგისტრანტი თათია გონაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2019 წლის გრანტის მფლობელი გახდა.
თათია გონაშვილმა წარმატებით დაამთავრა სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა. ხანგრძლივი სტაჟირებებით 2-ჯერ იმყოფებოდა იულიხის კვლევით ცენტრის ნეირომედიცინისა და მედიცინის ინსტიტუტში. „შემოდგომის ლექციების“ აქტიური მონაწილე თათია გონაშვილი, ასევე, აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა კონფერენციებში და არის სტუ-ს მიერ ორგანიზებული კონფერენციების გამარჯვებული. ის 3 სამეცნიერო სტატიის ავტორია.
თათია გონაშვილის ხელმძღვანელია ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი ქეთევან კოტეტიშვილი და იულიხის კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის (INM-5) დირექტორი, პროფ. ბერნდ ნოიმაიერი და დოქტორი ინგო სპაჰ.
ქართველი მაგისტრანტი სამაგისტრო ნაშრომს იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტში 6 თვის განმავლობაში შეასრულებს.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.