პროგრამა „საინჟინრო ფიზიკის“ დოქტორანტის შალვა რობიტაშვილის წარმატება
პროგრამა „საინჟინრო ფიზიკის“ დოქტორანტის შალვა რობიტაშვილის წარმატება
19-12-2019
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "საინჟინრო ფიზიკის" სადოქტორო პროგრამის (ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი) სტუდენტი შალვა რობიტაშვილი გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2019 წლის გამარჯვებული გახდა.
პროგრამის მიზანია, შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს, შეასრულონ თავიანთ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე, გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილი იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე.
პროექტის ფარგლებში შალვა
რობიტაშვილი შეასრულებს ნაშრომს „სიმსივნეების ჰეტეროგენურობის მულტიმოდალური გამოკვლევა“ . მისი ხელმძღვანელები არიან იულიხის კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი პროფ. ნადიმ ჯონ შა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფ. ქეთევან კოტეტიშვილი.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.