„კლუბი 71“-ი აცხადებს ვაკანსიას „მიმღების ოფიცრის“ პოზიციაზე და ამ მიზნით ეძებს ახალგაზრდას (სტუდენტი), რომელსაც სურვილი ექნება, საინტერესო გუნდთან ერთად იმუშაოს და ჯანსაღი ცხოვრების სფეროს სიღრმისეულად გაეცნოს.
გაცნობებთ, რომ „კლუბ 71“-ში, ძირითადად, დასაქმებული არიან სტუდენტები, რომლებიც ახერხებენ სასწავლო და სამუშაო გრაფიკების ერთმანეთთან შეთავსებას.
„მიმღების ოფიცერი“ - დეტალები ვაკანსიის შესახებ:
მოვალეობები:
მომხმარებლის ეფექტურად მიღება/მომსახურება;
კლუბში არსებული სტანდარტების შესაბამისად მუშაობა;
სალარო აპარატთან/ტერმინალთან მუშაობა;
გაყიდვების დონის ზრდის ხელშეწყობა;
სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;
დათქმული პერიოდულობით კლუბის გაღებისა და დახურვის სამუშაოების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
გუნდური მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 6 – 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი (ცვლებში)
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (ხელზე ასაღები) 500 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან
(გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე, ფიქსირებული ხელფასით 400 ლარი +ბონუსი გაყიდვებიდან)
დაინტერესებულ პირებს, ვთხოვთ, რეზიუმე გააგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tako.esakia@club71.ge