კონკურსი სტუდენტებისთვის „ დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე“
საქართველოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით აცხადებს კონკურსს “დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე”:
1-წუთიანი ვიდეომიმართვის კონკურსი სტუდენტებისთვის
ანიმაციური კლიპების კონკურსი გარფიკოსებისთვის
კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის გაიმართება ცნობიერების ასამაღლებელი ლექცია-სემინარები და საინფორმაციო შეხვედრები.
კონკურსი იმართება პროექტის ფარგლებში - „ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება მონრეალის ოქმის განხორციელების ხელშეწყობისთვის“.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე: http://eiec.gov.ge/Main/კონკურსი.aspx