რუსთავში არსებული, ელექტროტექნიკური კომპანია „რეტკო“ ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს.
ამასთან, კომპანია „რეტკო“ - ს ადმინისტრაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გასული წლის თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.
კომპანიის საქმიანობა ელ. გადამცემი ხაზების პროექტირებასა და მშენებლობას, ასევე ელექტრო გამანაწილებელი მოწყობილობების დამზადებას და მონტაჟს ითვალისწინებს.
დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა/გამოცდილება 0,4; 6; 10; 35 კვ ძაბვის ქსელებისა და ელ. გამანაწილებელი მოწყობილობების პროექტირებისა და წარმოების მიმართულებით.
სტაჟირება ასევე მოიცავს საბაზისო თეორიული კურსების გავლას შემდეგი მიმართულებებით:
გასათვალისწინებელია, რომ განიხილება მხოლოდ რუსთავში ან რუსთავთან ახლოს მცხოვრები კანდიდატები.
სამუშაო გრაფიკი იქნება შეთანხმებული იმგვარად, რომ სტუდენტებს ექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა ლექციებზე დასასწრებად.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გააგზავნონ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@retco.ge, ხოლო სათაურის ველში მიუეთიეთ „სტაჟირება“.
მსურველებმა დეტალური ინფორმაციიასათვის მიმართეთ თეონა მაისურაძეს ტელ: +995 595 085 700.