საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიას აკრედიტებული სფეროები დაემატა.
კერძოდ, ლაბორატორიამ აკრედიტაცია გაიარა შემდეგ დამატებით სფეროებში:
საღებავების ნაწარმი, სამხატვრო საღებავები;
პლასტილინი;
პლასტმასის სათამაშოები;
პლასტმასები და მათი ნაწარმი;
აღსანიშნავია, რომ 18-20 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიაში აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ განხორციელდა გეგმიური ყოველწლიური შეფასება და აკრედიტაციის სამუშაოები (ისო იეკ 17025:2017/2018) დამატებითი სფეროს გასაფართოებლად რამდენიმე მიმართულებით.
აკრედიტებულმა ლაბორატორიამ ყოველწლიური შეფასება გაიარა შემდეგ აკრედიტებულ სფეროებში:
ოქრო-ვერცხლის, ოქრო-პლატინისა და პალადიუმის შენადნობები, ძვირფასი ლითონების მასალები;
ბადე-კატალიზატორები პლატინის შენადნობებისგან, ფერადი ლითონებისა და რკინის შენადნობები;
ძვირფასი (საიუველირო) და სანახელავო მინერალები;
ქანები: ულტრაფუძე, ფუძე, საშუალომჟავე; მინერალები: მეორადი და მადნეული მინერალები;
ნიადაგები;
ოქროსა და სპილენძის მადანი და კონცენტრატი. ბარიტის მადანი, მანგანუმის მადანი და კონცენტრატი.
გეგმიური შეფასება განახორციელეს ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნოდარ ფოფორაძემ, მენეჯერმა ტექიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ინესა ქუთელიამ, თანამშრომლებმა - ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატებმა ირინე გვალიამ და ხათუნა გაჩეჩილაძემ, გეოლ-მინ. მეცნ. კანდიდატმა სულხან გველესიანმა, აკადემიურ დოქტორებმა - ოლღა სესკურიამ და ნათია ინანაშვილმა, ინჟინრებმა - ნანა იკოშვილმა და ვერა აბზიანიძემ, მაგისტრებმა - მაია კობახიძემ, რუსუდან მეტრეველმა და ბადრი გოგიამ.
გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის ბაზაზე 2006 წელს ჩამოყალიბებულ საგამოცდო ლაბორატორიას 2014 წლიდან მიღებული აქვს ისო/იეკ 17025:2012 სერტიფიკატი.
წლების განმავლობაში ლაბორატორია გადაიარაღდა და ახალი ხელსაწყო-მოწყობილობები შეიძინა. გარდა ამისა, გარემონტდა ოთახები და სხვადასხვა დონის ტრენინგებზე ლაბორატორიის თანამშრომლებმა კვალიფიკაცია აიმაღლეს.
საგამოცდო ლაბორატორიის ყოველწლიური შეფასებისა და დამატებით აკრედიტაციის სამუშაოები ჩაატარა ექსპერტ-შემფასებელთა ჯგუფმა შემდეგი შემადგენლობით: