სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ ადმინისტრაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს „ინტელექტუალური საკუთრების ზოგად კურსს“ დისტანციური სწავლებით სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ კურსი უსასყიდლოა და მიზანშეწონილია ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის. სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს.
კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ WIPO-ს აკადემიის მიერ გაცემულ სერტიფიკატებს, რომლის საფუძველზეც შესაძლებლობა ექნებათ WIPO-ს აკადემიაში ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ცალკეული დარგების შესახებ სხვა კურსები შეისწავლონ.
კურსს WIPO-ს მიერ აკრედტირებული სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სასწავლო ცენტრის ტრენერები უხელმძღვანელებენ.
კურსზე რეგისტრაცია ა.წ. 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
დეტალები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/181/
ცნობისათვის, ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსის ქართული საპილოტე ვერსიის პირველი ეტაპი, 2018 წლის 8 ოქტომბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით, სკოლის პედაგოგებისთვის ჩატარდა.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.