საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული თამთა პეტაშვილი სწავლას ლიეტუვაში, ვილნიუსის უნივერსიტეტის ევროკავშირის ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს და მაგისტრის ხარისხს დაეუფლება.
თამთა პეტაშვილი, რომელმაც ახალციხის N5 საჯარო სკოლა დაამთავრა, ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის პარალელურად, ლიეტუვურ ენას სტუ-ის ლიეტუვას ენის, კულტურისა და განათლების ცენტრში ეუფლებოდა. წელს კი, ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვას ცენტრის შუამდგომლობითა და ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ის ვილნიუსის უნივერსიტეტის მაგისტრანტი გახდა.
ქართველ მაგისტრანტს ლიეტუვას რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფონდი სასწავლო პროგრამას 4 000 ევროთი დაუფინანსებს, 400 ევროს კი, ყოველთვიურად, სტიპენდიის სახით გადასცემს.