2019 წლის 7 ივნისს კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (სსე) ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტთათვის ღია კარის დღეს გამართავს.
დასწრების მსურველებმა წინასწარ უნდა გააგზავნონ მოთხოვნა შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: nino.gvaramadze@gse.com.ge - მიუთითონ საკუთარი სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ასევე, დააკონკრეტონ რომელ კურსზე სწავლობენ.
ღია კარის დღეზე დასწრების მსურველებმა სსე-ს აღნიშნული ინფორმაცია უნდა გმიაწოდონ 2019 წლის 6 ივნისამდე.
ცნობისათვის:
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, აქტივების ზრდის პარალელურად, მუდმივად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. კომპანიის ბაზაზე არსებული სასწავლო ცენტრი, ენერგეტიკის მიმართულებით ცოდნის გასაუმჯობესებლად, სტუდენტებს 20-კვირიანი სასწავლო კურსის გავლას სთავაზობს.
სსე-ის სასწავლო ცენტრში სწავლა უფასოა.
სასწავლო ცენტრს შეუძლიათ მიმართონ:
სასწავლო პროგრამის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, კურსდამთავრებულები დასაქმდებიან სსე-ის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: http://training.gse.com.ge/