2019 წლის 29 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება სემინარი - IETF Day in Tbilisi, თემაზე: „ინტერნეტის მარშრუტიზაციის და უსაფრთხოების მომავალი პროტოკოლები“.
სემინარი, რომლის ორგანიზატორია Internet Society – Georgia Chapter-ი, დააინტერესებს ქსელის ინჟინრებს, ლექტორებს და სტუდენტებს. განხილული იქნება ქსელების პროტოკოლების განვითარების ტენდენციები, შემუშავების პროცესში არსებული პროტოკოლები, მათი დანერგვის მიზნები, დადებითი და უარყოფითი მხარეები.
სემინარს ჩაატარებენ:
მიხეილ ქართველიშვილი - სატელეკომუნიკაციო ქსელების არქიტექტორი
ვატო ჩანტლაძე - IT უსაფრთხოების სისტემების არქიტექტორი, ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი კომპანია UGT-ში.
IETF-ის შესახებ: Internet Engineering Task Force საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაციაა, რომელიც შეიმუშავებს და ავრცელებს ინტერნეტის სტანდარტებს და RFC-ს ფორმით აქვეყნებს. IETF-ს საქმიანობას კურირებს The Internet Society - გლობალური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანი მსოფლიო მასშტაბით თავისუფალი და სანდო ინტერნეტის გავრცელებაა.
სემინარის ჩატარების თარიღი და დრო: 29 მაისი, 15:00 – 17:00 საათი
ჩატარების ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მე-3 სართული, შეხვედრების ოთახი (თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. N77)
სემინარის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ