2019 წლის 29, 30 და 31 მაისს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მობილური ჯგუფი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის C ჰეპატიტის უფასო სკრინინგულ კვლევას ჩაატარებს.
ტექნიკური უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ინფორმაციით, C ჰეპატიტის უფასო სკრინინგული კვლევა სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში, სამუშაო საათებში ჩატარდება.